POLITICO-ს ცნობით, ვარშავაში უნგრეთის ელჩი არ არის მიწვეული ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის არჩევის ღონისძიების საღამოზე.
„ჩვენ მოვიწვიეთ მთელი დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ბატონ რომანოვსკისთან შექმნილი ვითარების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ უნგრეთის ელჩს გაუგზავნა წერილი, რომ ის არ არის სასურველი სტუმარი”, – თქვა პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილემ.
მისივე ცნობით, ღონისძიებაზე არ არის დაპატიჟებული არც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.
პოლონეთში უნგრეთის ელჩის წინააღმდეგ 11 ბრალია წარდგენილი – მას 2019-2023 წლებში იუსიტიციის მინისტრის მოადგილეობის დროს თანხების არამიზნობრივ ფლანგვას ედავებიან.