უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან გაგრძელდება.
კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში გამართვას კი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები 1 მარტიდან შეძლებენ.