ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის 3 წევრს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ერთს – 3000-ლარიანი ჯარიმა.
კერძოდ:
- ირაკლი არდია – 7-დღიანი პატიმრობა;
- ვახო გაგნოძე – 14-დღიანი პატიმრობა;
- საბა ბირკაია – 7-დღიანი პატიმრობა;
- მიშიკო ჯანიკაშვილი – 3000-ლარიანი ჯარიმა;
ხოლო დავით გედენიძის სასამართლო პროცესი 13 დეკემბრამდე გადაიდო.
ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის 5 წევრი პოლიციამ 4 დეკემბერს დააკავა მაშინ, როცა ოფისის გასაჩხრეკად მივიდა.