ECHR-მა რუსეთი გაამტყუნა საქმეზე, რომელიც აფხაზეთში უძრავი ქონების გამოუყენებლობას ეხება

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზეტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ და რუსეთი გაამტყუნა.

კერძოდ, საქმე ეხებოდა უძრავ ქონებას, რომლებიც მომჩივნებს საქართველოში, აფხაზეთში დარჩათ ან არ შეუძლიათ გამოყენება მას შემდეგ, რაც იქ საომარი მოქმედებები დაიწყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ დაირღვა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 ოქმის (საკუთრების დაცვა) 1-ლი მუხლი და კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
  • სასამართლომ გაიმეორა, რომ აფხაზეთი იყო ტერიტორია, რომელზეც რუსეთი ახორციელებდა დე ფაქტო კონტროლს. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მომჩივნებს ჰქონდათ სახლები აფხაზეთში.

თუმცა, მათ არ ჰქონდათ საშუალება საქართველოში ან რუსეთში მიემართათ სასამართლოსთვის ან სხვა უწყებისთვის, რომ თავიანთი ქონება დაებრუნებინათ ან მიეღოთ მის გამოყენების უფლება.

იმის გამო, რომ ტერიტორიაზე კონტროლს რუსეთი ახორციელებდა, ხოლო მისი მხრიდან ძალისხმევის ნაკლებობა, დაეცვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა საკუთრების უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე.

სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2-მა რუსმა: გალინა ტაგანოვამ და ტარიელ ესართიამ და 4-მა ქართველმა: ქეთევან მეხუზლამ, ქსენია სანაიამ, სულიკო დვალმა და მარინა გოგიამ. ისინი 1914-დან 1960 წლების შუალედში დაიბადნენ.

1992 წელს აფხაზეთის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო. მოსახლეობის უმეტესობამ დატოვა აფხაზეთი და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაინაცვლა და უკან დაბრუნება არ შეუძლია.

ყველა აპლიკანტი ამბობს, რომ აქვთ სახლები აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა, არ შეუძლიათ იქ ჩასვლა. ზოგიერთი მათგანი რეგისტრირებულია, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი საქართველოში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ყველა მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდა. კომპენსაციის თანხა 18 000 ევროდან 35 ათას ევრომდეა.