ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავლენ და ზელენსკის შეხვდებიან

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა Twitter-ზე დაწერა.

„პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში კიევში გაემგზავრებიან და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან, შაბათს ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე დასწრებამდე“, – წერს ერიკ მამერი Twitter-ზე.