ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. როგორც მან Twitter-ზე დაწერა ეს არის მესამე ვიზიტი უკრაინაში, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

„კიევში, ჩემი მესამე ვიზიტით რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. იმდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, – წერს ის.

მისი თქმით, ის პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერ დენის შმიგალთან ერთად განიხილავს უკრაინის ევროკავშირთან ეკონომიკურ დაახლოებას გზებს.