ურსულა ფონ დერ ლეიენი: ქართველ ხალხს აქვს უფლება, ნახოს, რომ დარღვევების გამოძიება მიმდინარეობს

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს უფლება, იცოდეს, რა მოხდა არჩევნებზე.

მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველი.

„უკვე რამდენი წელია, საქართველოს ხალხი იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას, მათ აქვთ უფლება, ნახონ, რომ არჩევნების დარღვევების გამოძიება მიმდინარეობს, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, თავისი ბედის პატრონი უნდა იყვნენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.