ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს და მის ღირებულებებს დაშორდა. ევროკავშირი ქართველ ხალხთან და მათ ევროპული მომავლის არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია“, – დაწერა მან X-ზე.