უსაფრთხო სკოლებს ვუწოდებთ, როცა 80% პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრილია - გამყრელიძე

პუბლიკა

„უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით იმ შემთხვევაში, თუ იქ 80% მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლებში მუშაობს და ბავშვებთან შეხება აქვს, აცრილი იქნება. ამიტომ იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს საკლასო ოთახში  სწავლება“, – განაცხადა ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეკითხვაზე, თუ რამდენი მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი საიმისოდ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს.

„თუ სიტუაცია ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის ეპიდსიტუაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის საკლასო ოთახებში დაწესებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გამყრელიძე,

განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგების 40%-მდე უკვე აცრილია.