„მაყურებლის უსაფრთხოება უფრო მეტად რომ იყოს გარანტირებული”, ყველა კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებამდე დაგეგმილი მხოლოდ წინა ფილმის სეანსი მოიხსნა.
„იქიდან გამომდინარე, რომ დიდი რაოდენობის ხალხი მოდის კინოთეატერებში, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებამდე დაგეგმილი მხოლოდ ერთი, წინა სეანსი მოიხსნა სამივე დღეს – 8, 9 და 10 ნოემბერს”, – აცხადებენ კინოთეატრების პრესსამსახურში.
როგორც პრესსამსახურმა განაცხადა, დღის განმავლობაში დაგეგმილი ყველა სხვა ფილმი დილიდან განრიგის მიხედვით გავა.