უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ჰიპერმარკეტები და მარკეტები დააჯარიმეს

პუბლიკა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 23 მარტიდან დღემდე 152 მეწარმე სუბიექტი დააჯარიმეს ( საერთო ღირებულებით 1 137 000 ლარი. მათ შორის 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა).

უწყების განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაცვის დაუცველობის გამო, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის.

მათი თქმით, დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები. სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შედგენილ იქნა 3 ბაზრის მომწყობი ორგანიზაციის მიმართ.


საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი შეზღუდვების დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია 3000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15000-ლარიანი. განმეორებით შეთმხვევაში კი ქმედება სისხლის სამსართლის წესით ისჯება.