უსაფრთხოების რეკომენდაციები - რა უნდა გაითვალისწინოთ Pride-ფესტივალის დღეს

პუბლიკა

Tbilisi Pride, რომელიც მიმდინარე კვირაში პრაიდის კვირეულს აორგანიზებს, ფესტივალის მონაწილეებისთვის უსაფრთხოების რეკომენდაციებს გასცემს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Pride-ის გუნდი, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. მათივე თქმით, იღებენ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, კი აქვთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე.

2. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები.

3. სამწუხაროდ წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას.

4. დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს.

5. თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.

სამართლებრივი დახმარებისთვის, მიმართეთ შემდეგ ორგანიზაციებს:

► თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
0 32 247 97 48
www.equality.ge
https://www.facebook.com/equalitymovementgeorgia
info@equality.ge

► ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
595 19 03 03
https://wisg.org/ka
https://www.facebook.com/WISG.org

► საფარი (Sapari)
032 230 76 03
www.sapari.ge
https://www.facebook.com/unionsapari
info@sapari.ge

► საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
032 272 80 08
www.gdi.ge
https://www.facebook.com/gdi.ge
info@gdi.ge

► სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Former EMC)
599 65 66 11/ 032 2 233 706
www.socialjustice.org.ge
https://www.facebook.com/socialjustice.org.ge
info@socialjustice.org.ge

► საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
032 299 50 76
https://gyla.ge/ge
https://www.facebook.com/GYLA.ge
gyla@gyla.ge