რუსეთი მზად არის თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა განცხადებაში კვლავ  პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებას ცდილობდა, ომის დაწყებაში კი საქართველოს ადანაშაულებს.

„რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ასევე თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს, რათა მათ საერთო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს და სხვა დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს”, – წერია განცხადებაში.