საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით უსუფაშვილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე თვე საქართველო მოცული იქნება ამ ორი სიტყვით – დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
„ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული. დეოლიგარქიზაციას თუ დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია
ადამიანები, რომლებიც აღვივებენ განხეთქილებას და ხელს იშვერენ, რომ იმას ეს უნდა, იმის მიუხედავად, კობახიძე რას იტყვის, ჩემგან გაგიგიათ, რომ ის არის ქვეყნის მტერი? – ვლაპარაკობ იმაზე, რომ მას რაღაც შეეშალა და არასწორად ესმის. ანუ, მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება მინდა, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.