უტევენ ვებგვერდს, სადაც პარალელური ხმის დათვლა მიმდინარეობს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც პარალელური ხმის დათვლა მიმდინარეობს”. – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საზოგადაოებასთან ურთიერთობის მდივანმა, სალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისი ტქმით, პირდაპირ მიდის ჰაკერულ შეტევა რათა მოხდეს სერვერის გატეხვა.

„მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას, მათ არ გამოუვათ ამ პროცესის ჩაშლა”. – ამბობს პაპუაშვილი.

იგი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაინტერესდეს ამ შემთხვევით. „ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ მოხდეს არევა შედეგების, ვირტუალურად, მათი ერთდერთი გეგმა არეულობაა”. – ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება” პარალელურ ხმის დათვლას აწარმოებს.