უწმინდურობას არ დავემორჩილები, – პეტრე ცაავა კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობს

პუბლიკა

სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხოვნებლად, –  ასე უპასუხა პეტრე ცაავამ მარტვილში გამართულ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვას.

მისი თქმით, აპირებს დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას, „ეკლესიის გაჯანსაღებისთვის, არსებული პრობლემის  მოგვარების პროცესის დასაწყებად”, – პეტრე ცაავას კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით დღეს არ უსაუბრია.

„მე სიკვდილამდე მაქვს აღქმა დადებული, იესო ქრისტეს მორჩილებისა. ვაპირებ, დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში; უსამართლობას უწმუნდურობას არ დავემორჩილები… უსამართლო სასჯელები დაწყებულია. სერიები გაგრძელდება. მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევებისთვის”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.