მექსიკის უზენაესმა სასამართლომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაზე სისხლის სამართლის სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ კოაუილას შტატს დაავალა, გააუქმოს სისხლის სამართლის კოდექსში აბორტისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
The Reuters-ის ცნობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე კათოლიკურ ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს აღარ შეუძლია აბორტის საქმეებზე მსჯელობა. ამ საქმით მექსიკა არგენტინის გზას დაადგა, სადაც წლის დასაწყისში აბორტი ლეგალური გახდა. BBC-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მთელ ქვეყანაში მექსიკის იმ შტატებსაც შეეხებათ, სადაც აბორტი ამ დრომდე იკრძალებოდა.
ამ დრომდე აბორტი მექსიკის ყველა შტატში იკრძალებოდა, განსაკუთრებით სასტიკად კი – ქვეყნის 4 შტატში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის მარია აგილარმა გადაწყვეტილებას ქალთა უფლებებისთვის გადადგმული ისტორიული ნაბიჯი უწოდა.
კოაუილას შტატის ქალაქ სალტილოში სასამართლოს გადაწყვეტილებას ფემინისტური მოძრაობების საპროტესტო მსვლელობა უძღოდა წინ. ისინი აბორტის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებას მოითხოვდნენ. ფემინისტ აქტივისტებს მწვანე ყელსახვევები ეკეთათ, მათი სლოგანი კი იყო – „აბორტი აღარ არის დანაშაული!“.
„გვიხარია, რომ აბორტი დეკრიმინალიზებულია, ახლა კი გვსურს მისი ლეგალიზება“, – თქვა 26 წლის დემონსტრანტმა, რომელიც ორგანიზაცია Frente Feminista-ის წევრია.