უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს

პუბლიკა

„ღვთისა და ერთის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას”, – უზენაესი სასამართლოს დღეს დამტკიცებულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს.

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი. ესენი არიან:

  1. მერაბ გაბინაშვილი 
  2. მაია ვაჩაძე
  3. თამარ ზამბახიძე 
  4. გიორგი მიქაუტაძე
  5. ნუგზარ სხირტლაძე
  6. ლალი ფაფიაშვილი 
  7. ნინო ქადაგიძე 
  8. მირანდა ერემაძე 
  9. მამუკა ვასაძე 
  10. შალვა თადუმაძე 
  11. ვლადიმერ კაკაბაძე
  12. ლევან მიქაბერიძე
  13. ქეთევან ცინცაძე 
  14. ალექსანდრე წულაძე

არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხვავებული აზრის გამოხატვას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.