უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა. ის 50 წლის იყო.

კონსტანტინე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად, 2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

მანამდე, 2004-2005 წლებში ის მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად. 2002-2004 წლებში იყო იურისტი ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის“.

2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.