უზენაესის მოსამართლედ შალვა თადუმაძის კანდიდატურას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 კანდიდატს დადებითი რეკომენდაცია მისცა. მათ შორის, მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ კენჭისყრისას ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. მის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა. 1 წევრი იყო მხოლოდ წინააღმდეგი – ეკა ბესელია. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის არც ერთ წარდგენილ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მოქალაქეეები, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მოსამართლეობის ამ კანდიდატების მხარდაჭერას. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭინონ ამ სიას.