საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამი ავტომობილი შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 194 700 ლარია.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, სასამართლომ ხელშეკრულება შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსთან“ გააფორმა.
სასამართლოს მოთხოვნით, მისთვის შესყიდული მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს
2-ზონიანი კლიმატკონტროლის სისტემით, სავარძლისა და
საჭის სიმაღლის მარეგულირებლებით და ა.შ.
გამოშვების წელი – არანაკლებ 2019 წლისა.