ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას, სანამ არ გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკაში - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, იქამდე, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

„გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ, ამდენი ექიმის რეკომენდაციისა და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში (და არამარტო), მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. დრო არათუ აღარაა, შეიძლება, დაგვიანებულია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ. მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ აგადაყვანას მოითხოვენ, ასევე, ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით კი, სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ დაიწყება. სერგეენკოს თქმით, დანიშნულია 5 კონსულტაცია, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩატარდა.