Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, წესების გამკაცრებას გეგმავს ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებზე ბრალდებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ისლამისტმა თავდამსხმელმა, სუდეშ ამანმა, ნახევარი ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლებისთანავე ორი ადამიანი დაჭრა.
2018 წელს ტერორისტული დოკუმენტების შენახვისა და ტერორისტული პუბლიკაციების გავრცელებისთვის დაკავებული სუდეშ ამანი პოლიციელებმა კვირას ლონდონის ხალხმრავალ ქუჩაზე თავდასხმისას მოკლეს.
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან გასამკლავებლად ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავს. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პრიტი პატელის განცხადებით, შემუშავდება კანონმდებლობა, რომელიც ტერორიზმში ბრალდებული პირების ვადამდე გათავისუფლების შემთხვევებს დაასრულებს.
„მართებულია, რომ ეს ინდივიდები გისოსებს მიღმა რჩებოდნენ“, – განაცხადა პატელმა.