ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ეს არის მოცემულობა - კობახიძე

პუბლიკა

„ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონი შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

„რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, ეს ულტიმატუმი კი არ არის, ეს არის მოცემულობა. ამას ვუსვამ ხაზს. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია. გუშინ საჯარო განცხადებაც კი გააკეთეს, ხელმოწერილი განცხადებაც კი გააკეთეს, სადაც საუბრობენ ორ ულტიმატუმზე, რომლის არშესრულების პირობებში ისინი არაფერზე  ხელს არ მოაწერენ.

ულტიმატუმების ენაზე საუბრობს ოპოზიცია. ჩვენ, მათ შორის პრემიერი, ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე,რომელიც არის სახეზე და ეს მოცემულობა ნიშნავს იმას, რომ არ იქნება არცერთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები, როგორი შეთანხმებაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ, 15:00 საათზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკელებს“ შეხვდება.

კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.