ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლებაა ამ კრიზისიდან გამოსავალი - EPP

პუბლიკა

„ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლებაა ამ კრიზისიდან გამოსავალი“, – ასე გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტია“ EPP საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრებით კომპრომისისა და კრიზისის გადაჭრის ნაცვლად მისი გაღრმავება აირჩია.

საქართველო შეიძლებოდა რეგიონში წამყვანი ქვეყანა ყოფილიყო, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა დაი ინსტრუმენტად ქცეულ მართლმსაჯულებას. ვადამდელი არჩევნები & დიალოგის განახლება მთავრობასა ოპოზიციას შორის უნდა იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი“, – ნათქვამია EPP-ის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებაა.

17 თებერვალს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2013-2015 წლებსი ერთხელ უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.