პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე Facebook-გვერდზე წერს, რომ „ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის“.
„ვადამდელი აწყობს „ოცნებას“, ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.
სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;
სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში „ოცნება“ განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ხაზარაძე.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების 2024 წლამდე ჩატარების შემთხვევაში, მასზე ძველი, შერეული წესი გავრცელდება, რომლის მიხედვით, პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე პროპორციით განაწილდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კი ახალი, სრულად პროპორციული წესით, 5%-იანი ბარიერის პირობებში უნდა გაიმართოს.