ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ | ღარიბაშვილი

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადადგა და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამის შესახებ მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან და ა.შ.

მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა. რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება დიალოგს, ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება და ჩვენი მხრიდან დესტრუქციას ადგილი არ ექნება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი თავისი მეორე ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დღეს დილით შეხვდა.  2 საათზე დაგეგმილია შეხვედრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.