ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს - ჯონსონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

„დღეს შევხვდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის კიევში უკრაინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი Twitter-ში წერს.

„ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინის ბრძოლისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ“, – აცხადებს ჯონსონი.

ჯონსონთან შეხვედრის ფოტოსურათები გაავრცელა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. ის მიესალმა ბრიტანეთის პრემიერს უკრაინაში და აღნიშნა, რომ ჯონსონი არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, რუსეთზე ზეწოლის და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ლიდერი.