ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

პუბლიკა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

„რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკითხი გავლილია უკვე. ცხადია, იქიდან ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხება ეს საკითხებიო. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ჩემი პირადი, ეს არის საქართველოს ინტერესი. ჩემზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, მოხდა ძალადობა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან”, განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა „ფორმულას“ ცნობით.

ინფორმაცია „პუბლიკას“ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ დაუდასტურა. მისივე თქმით, გაფრინდაშვილს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ უწევს.