ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.