ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო 5 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

გლდანში, საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ამჟამად 5 ადამიანია დაკავებული.

„შსს-ს წარმომადგენლები მობილიზებული არიან საარჩევნო უნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი. მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის დავაკავეთ 5 პიროვნება. ეს პირები დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა სირაძემ.

მან საარჩევნო უბანზე სროლის ფაქტი არ დადაასტურა.