თბილისში, „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართული ჩამოინგრა. „პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, არის მსხვერპლი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება და ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
„მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, – ნათქვამია განცხადებაში.