„პუბლიკა” ეძებს მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება ორგანიზაციის მარკეტინგული და კომერციული პროექტების შექმნასა და მართვაში.
მოვალეობები:
- Მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- Მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- კომერციული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
- პოტენციური სპონსორების მოძიება და ორმხრივი კომუნიკაცია;
- პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის, გაყიდვების ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის გამოცდილება;
- კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ადგილმდებარეობა: რუსთაველის #50, თბილისი.
ანაზღაურება: – გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებმა 31/07/22, 18 საათამდე ელ-ფოსტაზე – info@publika.ge, გამოგზავნეთ თქვენი CV. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.