დღეს თბილისში, ვაკეში ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ორი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით.