ვაკეში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებაზე კომპანიას მერიამ უარი უთხრა - „ბიზნეს-პარტნიორი”

პუბლიკა

კომპანიას – „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ ვაკეში მრავალფუნქციური კომპლექსია აშენებაზე უარი ეთქვა. როგორც „ბიზნეს-პარტნიორს” კომპანიის ხელმძღვანელმა ივერი ჭელიძემ განუცხადა, მერიამ დაუშვებლად ცნო ამ ლოკაციაზე კომპლექსის მშენებლობა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებაზე განაცხადით  კომპანიას  თბილისის უბრანული განვითარების საქალაქო სამსახურისთვის ჰქონდა მიმართული.

შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ მიუთითებდა, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი შემდეგი მიმართულებებით იფუნქციონირებს:

„საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარებას; ასევე საპროექტო არეალის ფარგლებში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღებას; მთელი ტერიტორიის ფარგლებში, გეგმარდება თანამედროვე სტანდარტების მქონე; აქტიური გამოყენების საჯარო სივრცის რეკრეაციული გარემო, რომელიც ინტეგრირებულია ქვეითების გადაადგილებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილთან და სახელდება შიდა კვარტალური, თანამედროვე სტანსარტების მქონე საუბნო და სარაიონო მოხმარების საზოგადოებრივი თავშეყრის საჯარო სივრცედ“, – ეწერა კომპანიის განაცხადში.