ვახანგრძლივებთ ნორმის მოქმედებას, რის საფუძველზეც მთავრობას შეზღუდვების დაწესება შეუძლია – ხუნდაძე

პუბლიკა

„ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების დრო ექვსი თვით გახანგრძლივდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამჟამად აღნიშნული კანონის შესაბამისი მუხლი 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილებას აძლევს.

„ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ამ ვადის გასვლის შემდეგ პროცესის მართვა გაჭირდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების დრო ექვსი თვით გახანგრძლივდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი, შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე აცხადებს, რომ ექვსი თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ კანონის გახანგრძლივება საჭირო აღარ გახდება.


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებებით, კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რის მიხედვითაც შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთანსაკუთრებასთანშრომასთანპროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთანუკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან;