ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. აცრის შემდეგ გომელაურმა როგორც სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე, მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„აცრა გავიკეთე „სინოფარმის“ ვაქცინით. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმის“ თუ სხვა სახის ვაქცინა.

მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც დღითი დღე უარესდება ეპიდსიტუაცია, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც ვხედავთ და რასაც გვეუბნება მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ვისაც ექიმების რეკომენდაცია ექნება“, – განაცხადა გომელაურმა.


საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.