„ვალდებული ხარ შეაჩერო სისხლისღვრა" - იანუკოვიჩი ზელენსკის მიმართავს

პუბლიკა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს შეწყვიტოს სისხლისღვრა. ინფორმაციას პროსახელისუფლება მედია „რია – ნოვოსტი“ ავრცელებს.

“მე კარგად მესმის, რომ ბევრი “მრჩეველი” გყავს, მაგრამ პირადად თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც თქვენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში”, – ნათქვამია მიმართვაში.

ორი დღის წინ, უკრაინულ მედიაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩი მინსკში ჩაფრინდა. მედიის ცნობით, იანუკოვიჩი ბელორუსის დედაქალაქში სულ რამდენიმე საათს გაჩერდა და უკან, მოსკოვში გაფრინდა.


ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. 2013 წელს გადაწყვიტა შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესი. ამას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება და “ღირსების რევოლუცია”. 2014 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და თავი რუსეთს წავიდა.