დღეს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელა. გელაშვილის დეპუტატად არჩევას კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირაში შეუწყდა.