უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დაინიშნა.
8 თებერვალს ვლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა განცხადება, სადაც მან ისაუბრა ზალუჟნისთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ მთავარსარდალს მადლობა გადაუხადა ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისათვის.
„მე მას მადლობა გადავუხადე უკრაინის დაცვის ორი წლის განმავლობაში.
ჩვენ განვიხილეთ რა განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული ხელმძღვანელობის ნაწილი. ასეთი განახლების დრო ახლაა. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე გუნდის შემადგენლობაში დარჩენილიყო.ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას!” – წერდა ვოლოდიმირ ზელენსკი.
გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.