პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის ესაუბრა. X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ ამხილა საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ზურაბიშვილი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.