„დღეს იყო მსჯელობა და ამ მსჯელობის საფუძველზე ჩავატარეთ ის ბრიფინგი, რომლითაც ვამხილეთ ამ გარყვნილი ადამიანების გეგმა, ამ გარყვნილ ადამიანებში იგულისხმება გვარამია, ტრაპაიძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ესენი რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო მიზნებით განმსჭვალული ადამიანები არიან, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, აქედან გამომდინარე, ისარი არის იქით საითაც უნდა იყოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
„რა მნიშვნელობას აქვს როდინდელია ჩანაწერი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გავქვს ინფორმაცია რომ ის ჩანაწერი რომლის გავრცელებასაც ფიქრობს ეს გარყვნილი ხალხი, არის შესრულებული შესაბამისი პირის გარემოცვის მხრიდან, შესაბამისად ყოველგვარი აპელირება თარიღთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული. სწორედ ეს წერია გავარამიას და ტრაპაიძის განმცხადებებში რომ მითითებაა რაღაცნაირად თარიღზე.. ვინც ფიგურირებს ჩანაწერებში, მისი გრემოცვის მიერ არის გაკეთებული ჩანაწერი, რაზეც გვაქვს ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია და ამ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ ასეთი რამ იკადრეს და გაბედეს, რა თქმა უნდა, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს მივაწვდით, ნაცმოძრაობიდან არის გამოჟონილი ეს ინფორმაცია“,- განაცხადა კობახიძემ.
დღეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს:
„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ფონის შემზადებაა პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.