ვანის მუნიციპალიტეტში დაიწყება მოსახლეობის სკრინინგი და მოეწყობა გამშვები პუნქტები - ჩიქოვანი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის განცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართა.

მან ვანის მუნიციპალიტეტში დამატებითი ღონისძიებების შემოღების შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი უკავშირდება ვანის მუნიცალიტეტს და სწორედ ამის გამო მუნიციპალიტეტში დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი და მუნციპალიტეტის შესასვლელში მოეწყობა გამშვები პუნქტები.

„როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენს რეალობაში არის ახალი შემთხვევები და ერთი შემთხვევა კონკრეტულად უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს. მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა. ამ ეტაპისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნციპალიტეტში ამოქმედდეს იგივე ღონისძიებები, რაც დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მოეწყობა გამშვები პუნქტები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 208 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დღეს სულ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 5 ბათუმში, 2 ქუთაისში და დანარჩენი თბილისში.