ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

პუბლიკა

ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები 24-საათის განმავლობაში ადგილზე ერთობლივად გააკონტროლებენ არსებულ შეზღუდვებს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

ასევე, „ადგილზე მოხდება  მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაეხმარებიან”. – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

როგორც შსს-ში ამბობენ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.