ვანო ჩხიკვაძის თქმით, ვიზალიბერალიზაციაზე სპეკულაციებს ჯობს, ამ მონაპოვარს მოვუფრთხილდეთ

პუბლიკა

„ვიზა ლიბერალიზაციაზე სპეკულაციებს, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან ვისმენთ, უკეთესი იქნებოდა მინიმუმ European Asylum Support Office-ს ვებ გვერდზე განთავსებული სტატისტიკა აეღოთ და ენახათ როგორია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადები (first time application) და რამდენად შეიძლება ის გამოყენებულ იქნას შეჩერების მექანიზმის კონკრეტული კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად”. – წერს ფეისბუკის გვერდზე ვანო ჩხიკვაძე, OSGF-ის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

„2020 წელს ჯამში იყო 7027 თავშესაფრის მოთხოვნა.
2021 წლის (იანვარ-ივლისში) – 4791
2020 წლის (იანვარ-ივლისში) – 4354
ამ საანგარიშო პერიოდისთვის ზრდა არის (+/-)10%.

ასევე კარგი იქნებოდა გაცნობოდნენ 2021 წლის 4 აგვისტოს გამოყვენებული ვიზის შეჩერების მექანიზმის მეოთხე ანგარიშს და მის თანმდევ staff working document-ს.
ამასთან ერთად ეფიქრათ, რომ ევროკავშირმა წესით მალე უნდა აამოქმედოს European Travel Information and Authorisation System, რომელმაც ეს პრობლემა რის წინაშეც დგას ევროკავშირი გარკვეულწილად უნდა გადაჭრას.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვიზა ლიბერალიზაცია არ ებმის სასამართლო რეფორმის საკითხს.

და ბოლოს, ვიზა ლიბერალიზაცია არც ერთი პარტიის ან ხელისუფლების მონაპოვარი არ არის. ყველამ ერთად მოვიპოვეთ და მოფრთხილება სჭირდება”. – წერს ჩხიკვაძე.