ვანო მერაბიშვილი: არჩევნების გარდა სხვა გზა არ არსებობს

პუბლიკა

ვანო მერაბიშვილმა „ღამის მთავარის“ ეთერში განმარტა, რა იგულისხმა „ხელისუფლების დამხობაში“ – მისი თქმით, არჩევნების გარდა არ არსებობს ხელისუფლების შეცვლის გზა.

„ქართველი ხალხის აზრის წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ, კარგი იქნება თუ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე ხელისუფლება შეეგუება არჩევნების წაგებას და მშვიდობიანად წავა… არჩევნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს.

არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ხომ არ იქნებოდა ვარდების რევოლუცია. არჩევნები რომ არ მოეგო ოპოზიციას… ვარდების რევოლუცია იყო, ასე ვთქვათ, ხელისუფლების გაჯიუტება, უხეში გაყალბების… აღარ არის საქართველოში 2003 წელი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვერ გააყალბოს ან ნაკლები გააყალბოს, ვერ მოისყიდოს ან ნაკლები მოისყიდოს, და თუ დავაკვირდებით დინამიკას წლების განმავლობაში, ფაქტია, რომ ეს ინსტრუმენტები სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად მუშაობს“, – განაცხადა მერაბიშვილმა.