ვანო მერაბიშვილი მეგობრებს საპროტესტო აქციის ფონზე ხვდება

პუბლიკა

ვანო მერაბიშვილი მეგობრებს ხვდება. ის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფება და მასთან პოლიტიკოსები, ადვოკატები და სხვა მეგობრები მიდიან.

საკვებ ობიექტთან პარალელურად აქცია იმართება. შეკრებილია რამდნეიმე ათეული ადამიანი. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები – „გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია”, “გვახსოვს ორი გვამი” და ა.შ.

დემონსტრანტები ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე მისულ პოლიტიკოსებს სტვენითა და შეძახილებით ხვდებიან.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, დილით დატოვა. მან ჟუნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„ბატონებო, ზუსტად 6 წელიწადი და 9 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს. ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.