ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
“ქართველ პარტიზანებს და ჩვენს საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ…..დიდება გმირებს”, – წერს სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე.
24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიან ომში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული.