ვანსი: ჩინეთია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე

პუბლიკა

დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვანსი კანდიდატად დასახელების შემდეგ აღნიშნავს, რომ აშშ-ისთვის რეალურ საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვანსი ჩინეთის მიმართ კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს.

Fox News-ის შეკითხვაზე, რას ფიქრობს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ვანსი აღნიშნავს, რომ ტრამპი მოლაპარაკებებს წარმართავს მოსკოვსა და კიევთან, რათა „ეს საკითხი სწრაფად დასრულდეს და ამერიკამ შეძლოს რეალურ პრობლემაზე, ანუ ჩინეთზე ფოკუსირება”.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და ჩვენ სრულიად გადართულები ვართ მისგან”, – განაცხადა მან Bloomberg-ის ცნობით.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დევიდ ვანსი დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.

39 წლის ვანსი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია. CNN-ის მიხედვით, ვანსი წლების განმავლობაში ტრამპის კრიტიკოსი იყო.