ლევან ვარშალომიძე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაცია მან „TV პირველის” ეთერში დაადასტურა.
„მე ვაპირებ მაჟორიტარობას ბათუმში. ეს იყო ჩვენი ერთიანი გუნდის გადაწყვეტილება, რომ დავმდგარიყავი მაჟორიტარად, შევიდეთ პარლამენტში და პარამენტიდან, უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დადგინდება ერთიანი მთავრობა, რომელიც იფიქრებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხზე”, – განაცხადა ვარშალომიძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე საქართველოში დღეს დაბრუნდა.
„ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს”, – განაცხადა ვარშალომიძემ საქართველოში დაბრუნებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.